fbpx
კრიმინალისაზოგადოება

ვინ არის ცნობილი ბერძენი მსახიობი, რომელიც ათენში ძარცვის ბრალდებით დააკავეს?!

ათენის ცენტრში, სინდაღმის მოედანზე, ძარცვის ბრალდებით ერიკოს პეტილონია დაკავებული. ამ დრომდე მისი ვინაობა ცნობილი არ იყო, თუმცა, დადასტურებული ინფორმაციით, ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი გაჩერებაზე მდგომი გოგონასთვის ტელეფონის წართმევას ცდილობდა.

ინციდენტი უამრავი თვითმხილველის თვალწინ მოხდა.

58 წლის პეტილონი თავის 48 წლის თანამზრახველთან ერთად სკუტერს მართავდა. გაჩერებაზე იდგა 20 წლის გოგონა, რომელსაც ისე, რომ ვერაფრის გააზრება ვერ მოასწრო, ტელეფონი გამოგლიჯეს. მის ყვირილის ხმაზე იქ მყოფებმა დახმარება სცადეს, შემდეგ კი ადგილზე პოლიციაც მივიდა და ორივე მათგანი აიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი მსახიობის და ყოფილი მოდელის ინტერესებს სასამართლოზე ასევე ცნობილი ადვოკატი, ალექსის კუგია დაიცავს.

onalem

ტესტ