fbpx
კრიმინალისაზოგადოება

“4 მილიონი ევრო შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ” – როგორ მოატყუეს ბერძენი მამაკაცი

გავრცელებული ინფორმაციით, საჩივარი კავალას პოლიციის განყოფილებაში შევიდა. ერთ-ერთი კერძო დაცვის კომპანიის 43 წლის დირექტორი აცხადებდა, რომ უცნობმა პირებმა მოტყუებით 4 მილიონი ევრო გამოსძალეს. ეს ყველაფერი კი, მისი გოგონას გათავისუფლების სანაცვლოდ, რომელიც, როგორც ისინი ამბობდნენ, გატაცებული ჰყავდათ.

კერძოდ, ბიზნესმენის ჩვენების მიხედვით 25 იანვარს ისინი მის სახლთან იცდიდნენ, როცა თავად გამოვიდა, უთხრეს, რომ თუ ფულს არ ჩააბარებდა, შვილს არ დაუბრუნებდნენ.

ხოლო 26 იანვარს მათ მამაკაცი საკუთარ ოფისში წაიყვანეს და სეიფიდან 4 მილიონი ევრო მიაცემინეს. როგორც კი თანხა აიღეს, უკვალოდ გაუჩინარდნენ. ამასობაში კი გაირკვა, რომ მისი გოგონა გატაცებული არასოდეს ყოფილა.

პოლიციას საქმე საეჭვოდ ეჩვენება, რადგან მამაკაცმა თავიდანვე არ გაარკვია რეალურად მათ ჰყავდათ თუ არა თავისი ქალიშვილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

onalem

ტესტ