fbpx
კრიმინალი

კვიპროსი: პარალიმნიოს მერის სახლი დაბომბეს

კვიპროსის პოლიცია იტყობინება, რომ პარალიმნიოს მუნიციპალიტეტის გამგებელზე თავდასხმის მიზნით, ორი ბომბი გამოიყენეს.

ღამით, 02:10 საათზე, ცეცხლი გაუჩნდა პარალიმნიოს მუნიციპალიტეტის პლაჟის საწოლებსა და ქოლგებს, კაპარის სანაპიროზე. ცეცხლს ოთხი სხვადასხვა კერა ჰქონდა და 20 ქოლგა და 50 პლაჟის საწოლი გაანადგურა.
ათი წუთის შემდეგ ბომბი აფეთქდა პარალიმნიოს მერის, თეოდოროს პირილის სახლის ავტოფარეხში.

ავტოფარეხში, რომლის კარიც ღია იყო, ორი მანქანა იდგა და აფეთქების შედეგად ერთი მათგანი დაზიანდა. მანქანები პარალიმნიოს მერს არ ეკუთვნის.

პარალიმნიოს მერი თეოდოროს პირლისი, რადიოსადგურ “Active-სთან” საუბარში აცხადებს, რომ იგი შეშფოთებულია და პოლიციის საწინააღმდეგო პოზიცია გამოხატა.

“ჩემ ოჯახს შეეშვან, მე მომხედონ”, განაცხადა მან და აღნიშნა, რომ პოლიციას ხელთ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულება და სთხოვეს, წარსულში მოეძებნა პასუხი გაჩენილ კითხვებზე.

ბატონმა პირილისმა განაცხადა, რომ ის მიზანში ჰყავთ სხვადასხვა ინტერესიდან გამომდინარე. როდესაც ამას ვამბობდი, თქვა, მათი უმრავლესობა ფიქრობდა, რომ გიჟი ვარ.

“მე შეშფოთებული ვარ, მაგრამ არ ვნებდები. ეს მაწუხებს, რადგან ისინი ჩემს ოჯახს ეხებიან. მე მაქვს ძალა, რომ ყველა ამ ლაჩარს ვუთხრა უარი და თუ მათ აქვთ რაიმე გასარჩევი, მოვიდნენ ჩემთან. “

onalem

ტესტ