fbpx
კრიმინალი

მესოლონგი: 100 ევროს გამო 24 წლის მამაკაცს თავი გაუტეხეს

დაშავებული რიოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან თავი ჰქონდა გატეხილი. 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი სამ ალბანელს თავდასხმაში ადანაშაულებს. ინციდენტი პარასკევს მოხდა, როდესაც მას მისთვის ნაცნობი პირები თავსდაესხნენ და დაზიანებები მიაყენეს.

ცნობილია, რომ ეს ყველაფერი 100 ევროს გამო მოხდა, რომელიც 24 წლის ასევე ალბანელ მამაკაცს მართებდა.

საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, ის პოლიციაში წავიდა და საჩივარი შეიტანა. ასახელებდა სამი პირის ვინაობას, რომელთა ასაკია 22, 24 და 67 წელი.

დამნაშავეთა მოსაძებნად პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა, მათი იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

 

onalem

ტესტ