fbpx
კრიმინალი

კავალა: 11 წლის ბავშვი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი აღმოჩნდა

პოლიციის მიერ გაშიფრული დანაშაულებრივი დაჯგუფების ყველა წევრი არასრულწლოვანია, თუმცა, ერთ-ერთის ასაკმა ისინი განსაკუთრებით შეაშფოთა, ის მხოლოდ 11 წლისაა. მცირეწლოვნებს წარსულშიც ჰქონიათ პოლიციასთან პრობლემები. აღმოჩნდა, რომ ქალაქ კავალას მასშტაბით ისინი დაგეგმილ ქურდობებს ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით ჩადიოდნენ.

დაჯგუფების ყველაზე დიდი წევრი 17 წლის მოზარდია.

ისინი სახლებში ფანჯრების ჩამსხვრევის ან კარის საკეტის გატეხვის შემდეგ შედიოდნენ და იპარავდნენ ფულს, ძვირფასეულობას და ყველანაირ ღირებულ ნივთს, რაც კი ხელში მოხვდებოდათ.

პირველადი ინფორმაციით, დადგენილია მათ მიერ ჩადენილი ქურდობის 5 ფაქტი.

გარდა არასრულწლოვნებისა, ბრალდებას წაუყენებენ მათ მშობლებსაც, შვილების მიმართ გამოჩენილი უყურადღებობისა და გულგრილობისთვის.

 

onalem

ტესტ