fbpx
პოზიტივისაზოგადოება

პირველი სალონი ათენის ცენტრში, სადაც ემიგრანტებს სამუშაოს სთავაზობენ

ათენში სამსახურის პოვნა ადვილი არ არის. მითუმეტეს მათთვის, ვინც ქვეყანაში ემიგრაციაში იმყოფება და ჯერჯერობით საბუთების საკითხიც არ აქვს მოგვარებული.

სალონი “Layali” ერთადერთი დაწესებულებაა ათენის გულში, სადაც სოციალური პროგრამა “Layali project” მოქმედებს და ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ცდილობს სალონში დაასაქმოს ემიგრანტები და ლტოლვილები, რომლებიც ქვეყნისგან თავშესაფრის მოლოდინში არიან.

“ჩვენ გვინდა იმიგრანტები მძიმე სამუშაოს არ ასრულებდნენ და ამ “შავი ბაზრიდან” გამოვიდნენ. საბერძნეთში არის სამუშაოები, თუმცა, სპეციფიკურ სფეროებში: სილამაზე, ტურიზმი, მეურნეობა. სოციალური პროგრამის მიზანია მათ აკეთონ კარგი საქმე. სალონში შეუძლიათ მუშაობა დაიწყონ უცხოელმა ემიგრნატებმა,” ამბობს მარინა.

29 წლის ქალი პარიზში დაიბადა, დედა ფრანგი, ხოლო მამა ბერძენი ჰყავს. საბერძნეთში 3 წლის წინ ჩამოვიდა და საელჩოში მუშაობის პარალელურად გადაწყვიტა არასამთავრობო ორგანიზაცია გაეხსნა. მისი თქმით, უცხო აქცენტის გამო, რასიზმის მსხვერპლი ხშირად გამხდარა.

სწორედ მისი ინიციატივით გაიხსნა სალონი “Layali”, რაც ნიშნავს “ჩემი უფლებები”. აქ უკვე უამრავი ადამიანი დადის და მათ სრულყოფილად ემსახურებიან. სალონში ფუნქციონირებს როგორც თმის მოვლის, ასევე მანიკურ-პედიკურის განყოფილებაც.

მისამართი: პიპინუს N78

onalem

ტესტ