fbpx
ეკონომიკაპოლიტიკა

1 მაისიდან საბერძნეთში მინიმალური ხელფასი 703 ევრო – მიცოტაკის გადაწყვეტილება

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკიმ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში მინიმალური ხელფასის ზღვარი გაიზარდოს. მან გუშინ ღამით ტელეკომპანია ΑΝΤ-ზე, ნიკოს ხაძინიკოლაუს გადაცემაში ისაუბრა და დაზუსტებით თქვა, რომ აღნიშნული ძალაში 1 მაისიდან შევა.

“მე ვთხოვე ფინანსთა სამინისტროს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს მინიმუმის ზრდის მეორე პროცესი და ცვლილება ძალაში 1 მაისიდან შევა. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და ბევრად აღემატება იმას, რაც 1 იანვრიდან ვიხილეთ,” თქვა პრემიერმა.

მიუხედავად იმისა, რომ მიცოტაკის ინტერვიუს დროს %-ზე დეტალურად არ უსაუბრია, არსებობს ინფორმაცია, რომ მინიმალური ხელფასის ზრდა 6%-ით უნდა მოხდეს და ამ ლოგიკით, 703 ევროს მიაღწევს თვეში.

აღნიშნულში შედის დაზღვევაც და ეს ნიშნავს, რომ 703 ევრო არის მინიმუმი, რასაც თანამშრომელი ოფიციალურ სამსახურში (8 საათში) უნდა იღებდეს (ΙΚΑ-სთან ერთად).

მიცოტაკი შეეხო პანდემიის საკითხსაც და აღნიშნა, რომ კორონავირუსის მე-4 ტალღამ შემთხვევათა ცუნამი ნამდვილად გამოიწვია, თუმცა, ბოლო დღეებში რეგრესი ფიქსირდება და ეს უდავოა. მისი განმარტებით, “ომიკრონი” იწვევს შემოტევას, მაგრამ მალევე ცხრება. სწორედ აქედან გამომდინარე, ამ შტამმა გავრცელების პიკს უკვე მიაღწია და ნელ-ნელა სუსტდება, მაგრამ ეს ფაქტი არანაირად არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვიყოთ ფრთხილად და ყურადღებით.

onalem

ტესტ