fbpx
საბერძნეთი

ძველი ტექნიკის ახლით ჩანაცვლების პროგრამა საბერძნეთში: როდის იწყება?!

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში 2022 წელს ოჯახებს შეეძლებათ ძველი ტექნიკა ახლით ჩაანაცვლონ. საუბარია პროგრამაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა და ეხება ყველას, გარკვეული კრიტერიუმების გათვალისწინებით.

კოსტას სკრეკას განცხადებით, პროგრამა განსახორციელებლად მზად არის და 2022 წლის პირველ 6 თვეში შესრულდება. ოჯახები შეძლებენ გამოცვალონ მაცივრები, სარეცხის მანქანები, კონდენციონერები და ა.შ.

მთავრობის მიზანია, რომ სახლებში შეიცვალოს ძველი ტექნიკა, შედეგად კი, გარდა იმისა, რომ ახალი ნივთებით ისიამოვნებენ, შეიზღუდება ელექტრო ენერგიის მოხმარება, ახალი ტექნიკა გაცილებით ეკონომიური იქნება და გარემოს ნაკლებ ზიანს მიაყენებს.

რა თქმა უნდა, განსაზღვრული იქნება კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც გადაწყდება, თუ ვის რა სახის ტექნიკა ეკუთვნის.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ბუღალტერს, რათა დააზუსტოთ, ისარგებლებთ თუ არა სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული შანსით.

 

 

onalem

ტესტ