fbpx
საბერძნეთი

ხვალ სისტემა იხსნება – 150-დან 300 ევრომდე თანხა, ვინც ევიასა და სამოსზე წავა დასასვენებლად

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში ამოქმედდა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ევიასა და სამოსზე წასვლის მსურველებს სახელმწიფო გარკვეულ თანხას გადასცემს. საუბარია ვაუჩერებზე, რომელთა მიღებისთვის განაცხადების შესავსებად სისტემა ხვალ იხსნება.

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ტურიზმის ხელშეწყობას იმ კუნძულებსა და რეგიონებში, სადაც ვიზიტორები განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩევიან. საუბარია სისტემაზე vouchers.gov.gr, სადაც შეივსება განაცხადები და ბენეფიციარები მიიღებენ სპეციალურ ბარათს, რომელზეც თანხა იქნება ჩარიცხული და შეეძლებათ გამოიყენონ საკვებისა და საცხოვრებლის ხარჯების დასაფარად.

კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეთ ვაუჩერის მისაღებად, არ არის მკაცრი და აუცილებელია დაფიქსირებული გქონდეთ 2020 წლიდან საშემოსავლო დეკლარაცია.

onalem

ტესტ