fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: დააკავეს ორი ნასვამი მგზავრი ქალი, რომელიც ასაფრენ ბილიკზე გაიქცა, ერთ-ერთმა კი, პოლიციელს უკბინა

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ირაკლიოს მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავში მოხდა. ბორტზე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ორი ქალი, რომელმაც დიდი აურზაური გამოიწვია, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სხვა მგზავრებს, ასევე ეკიპაჟის წევრებს.

როგორც ირკვევა, საუბარია მანჩესტერი-ირაკლიოს რეისზე, რომლითაც 55 წლის ირლანდიელი ქალი და მისი 24 წლის ქალიშვილი მგზავრობდნენ, ჩანს, რომ 24 წლის გოგოს თავისი შვილიც ჰყავდა თან (1,5 წლის ბავშვი). ისინი მთელი ფრენის განმავლობაში ხმაურობდნენ, ლანძღავდნენ და აფურთხებდნენ ბორტგამცილებლებს, ერთ-ერთ მგზავრს დაარტყეს კიდეც.

როდესაც პილოტმა აეროპორტს აღნიშნულის შესახებ აცნობა, თვითმფრინავის დაჯგომის შემდეგ მობილიზდა პოლიცია, მაგრამ როგორც კი მათ ოფიცრები დაინახეს, ასაფრენ ბილიკზე გაიქცნენ. 24 წლის გოგო მცირეწლოვანთან ერთად მირბოდა, რთული წარმოსადგენი არ არის, თუ რა საფრთხეში ჩააგდო მან ბავშვი.

ყველაზე უარესი კი ის არის, რომ როდესაც ოფიცრებმა მათი შეჩერება სცადეს, 24 წლის გოგომ ერთ-ერთ მათგანს უკბინა. საბოლოოდ, ორივე დააკავეს და რამდენიმე ბრალდება წაუყენეს.

onalem

ტესტ