fbpx
საბერძნეთი

ვაქცინის საწინააღმდეგო აქცია ათენის ცენტრში – ცრემლსადენი გაზი და დაკავებები

ათენის ცენტრში, კერძოდ, სინდაღმაზე, საპროტესტო აქცია რამდენიმე წუთის წინ, დაპირისპირების ფონზე შეწყდა. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის, რომლებიც ვაქცინის საწინააღმდეგო აქციას მართავდნენ, შეტაკება მოხდა, ისროდნენ ქვებს და სხვადასხვა ნივთებს, პოლიციამ კი, საპასუხოდ, ცრემლსადენი გაზი გაუშვა.

ქიმიკატების კვამლში გაეხვა ხალხიც, რომელიც უბრალოდ ადგილზე იმყოფებოდა და კავშირი არ ჰქონდა აქციასთან. ისინი მაღაზიებში შევიდნენ, რადგან ცრემლსადენი გაზი აუტანელი იყო.

ისიც აღსანიშნავია, რომ ადამიანების ნაწილის თქმით, პოლიციამ გაზი სრულიად უმიზეზოდ გაუშვა და არ არსებობდა ამის საჭიროება, მათ არავინ დასხმია თავს. თუმცა, მედიის ცნობით, მათ ქიმიკატები თავდასხმის საპასუხოდ გაუშვეს.

 

onalem

ტესტ