fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ვაქცინის მე-3 დოზის მიღება იწყება – 1 სექტემბრიდან სამსახურს დატოვებენ აუცრელი მედიკოსები

საბერძნეთში 1 სექტემბერს მნიშვნელოვანი დღეა – იხსნება პლატფორმა მათთვის, ვისაც სურს, რომ ვაქცინის მე-3 დოზა მიიღოს და ეკუთვნის რისკ ჯგუფს, გარდა ამისა, სამსახურებს დატოვებენ აუცრელი მედიკოსები ანუ სამედიცინო სფეროს ყველა ის წარმომადგენელი, რომელიც უარს ამბობს ვაქცინაციაზე, ვინაიდან მათთვის ეს სავალდებულოა.

უახლესი ინფორმაციით, სამედიცინო სფეროს 8.000-მდე მუშაკმა დანიშნა ბოლო პერიოდში ვიზიტი ვაქცინაციისთვის, რაც პოზიტიური მაჩვენებელია.

რაც შეეხება მესამე დოზას, მოხდება აცრა Moderna-ს და Pfizer-ის ვაქცინებით და მისი მიღება შესაძლებელი იქნება მეორე დოზის გაკეთებიდან 4 კვირის გასვლის შემდეგ.

მე-3 დოზის რეკომენდაცია ეხებათ შემდეგ პირებს:

  • ვისაც გაკეთებული აქვს რომელიმე ორგანოს გადანერგვის ოპერაცია.
  • ვინც მოელის, რომ გადაინერგოს რომელიმე ორგანო (დაგეგმილი ოპერაცია ან დონორის მომლოდინე პირები).
  • მათ, ვისაც აქვთ თირკმელების უკმარისობა.
  • მათ, ვისაც აქვთ სიმსივნე (გადიან ქიმიოთერაპიას).
  • აივ ინფექციით/შიდსით დაავადებული ადამიანები.

ცხადია, თითოეულმა პირმა, ვაქცინის მე-3 დოზის მიღებამდე, უმჯობესი იქნება გაიაროს კონსულტაცია ექიმთან, რათა მიიღონ ნებართვა, მდგომარეობის გამოკვლევის შემდეგ.

onalem

ტესტ