fbpx
საბერძნეთი

სავალდებულო ვაქცინაცია საბერძნეთში ასაკის მიხედვით – მე-3 დოზის მიღება განხილვის ქვეშ

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობა აქტიურად მუშაობს ორ საკითხზე. პირველი არის ვაქცინაციის ვალდებულების გაფართოვება და განსაზღვრა ასაკის მიხედვით, თუკი უახლოეს მომავალში კიდევ 1 მილიონი ადამიანი არ აიცრება. ხოლო მეორე საკითხი არის ვაქცინის მე-3 დოზის მიღება.

ირკვევა, რომ განიხილება აცრის ვალდებულების დაწესება მათთვის, ვინც მუშაობს საჯარო სამსახურში, ვინც მუშაობს სარესტორნო მომსახურების სფეროში, ასევე, მასწავლებელ-პროფესორთათვის, თუმცა, ასაკობრივი კრიტერიუმებით. იგულისხმება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს 50-55 წელს ზემოთ ადამიანებისთვის, რომლებიც პროფესიულად აქტიურები არიან, ხშირად შედიან სხვებთან კონტაქტში და მაღალია დაინფიცირების რისკი.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ეს არის ვაქცინის მესამე დოზა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ თავისუფლად შეიძლება საჭირო გახდეს მესამედ აცრა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ვაქცინა 6-8 თვის წინ გაიკეთეს. თუმცა, პირველ ეტაპზე შესაძლოა ეს მხოლოდ მოწყვლად ჯგუფებზე გავრცელდეს.

“ანტისხეულები სამუდამოდ ვერ დაგვეხმარება, ვინაიდან ჩვენ გვაქვს მეხსიერების უჯრედები. სწორედ ამიტომ, შესაძლოა, რომ დაგვჭირდეს ვაქცინის მე-3 დოზა და დავიწყებთ მათგან, ვინც აცრილია ძალიან ადრე, 6-8 თვის წინ,” აცხადებს პროფესორი, თანოს დიმოპულო.

 

onalem

ტესტ