fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მამაკაცი, რომელიც მანქანით მიმტანს დაეჯახა და გაიქცა, მისმა კოლეგეგმა იპოვეს და პოლიციას გადასცეს

ეს ის შემთხვევაა, როცა პოლიციის საქმე რიგითმა მოქალაქეებმა გააკეთეს. როგორც ირკვევა, შემთხვევა პატრასში მოხდა, სადაც ავტომობილი შეკვეტის მიმტან მამაკაცს დაეჯახა და ქუჩაში დაშავებული, უგონო მდგომარეობაში მყოფი მიატოვა და გაიქცა.

საქმის მასალების მიხედვით, ავტოავარიის მიზეზი სწორედ მანქანის მძღოლის მიერ საგზაო წესების დარღვევა იყო, შედეგად ის შეკვეთის მიმტან 60 წლის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც მოტოციკლს მართავდა. მან კიდურების არეში დაზიანებები მიიღო და დაცემის შედეგად გონებაც დაკარგა. მანქანის მძღოლმა კი, მიუხედავად იმისა, რომ ნახა, რა მდგომარეობაში იყო ის, ქუჩაში მიატოვა და გაიქცა.

როგორც ცნობილი გახდა, ინციდენტის შემდეგ 60 წლის მამაკაცის კოლეგები გაერთიანდნენ და დაიწყეს საკუთარი გამოძიება მანქანის მძღოლის საპოვნელად, რაც საბოლოოდ შეძლეს კიდეც – მიაგნეს მანქანასაც და მის მძღოლსაც, შემდეგ კი, პოლიცია გამოიძახეს და დამნაშავე ოფიცრებს გადასცეს.

დაკავებული პატრას პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ