fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთს უახლოვდება გვალვა, რომელიც საკმაო ხანს გასტანს – 3 ივლისს პლანეტის ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე დაფიქსირდა

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთს გვალვის ტალღა უახლოვდება, რომელიც საკმაო ხანს გასტანს და მეტეოროლოგები საუბრობენ ასევე ზოგად კლიმატურ ცვლილებებზე, რომლებიც იწვევს პლანეტაზე არსებულ ტემპერატურას.

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ 2023 წლის 3 ივლისს დედამიწის არსებობის ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე დაფიქსირდა, როდესაც პლანეტაზე საშუალო ტემპერატურამ 17 გრადუსს მიაღწია, ხოლო ივნისის თვე მსოფლიო თვალსაზრისით, ყველაზე თბილი დღე იყო. ტემპერატურამ რეკოდრულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში, აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში.

15 წლის მანძილზე ტემპერატურა არასოდეს არ აღემატებოდა 1991-2000 წლების საშუალო მაჩვენებელს, მაგრამ 2023 წლის ივნისი ბევრად აღემატებოდა წარსულში დაფიქსირებულ ყველა მაჩვენებელს.

როგორც სინოპტიკოსები გვპირდებიან, საბერძნეთში გვალვა 12-13 ივლისიდან შევა ზენიტში და რამდენიმე დღის მანძილზე გასტანს, ტემპერატურა ზოგან 38 გრადუსს, ზოგან კი, 40 გრადუსს მიაღწევს.

დღეს ყველაზე ძლიერი სიცხე მოსალოდნელია:

ტრიკალაში – 38 გრადუსი.

არგოლიდაში – 38 გრადუსი.

მესინიაში – 38 გრადუსი.

ატიკაში – 37 გრადუსი.

სამხრეთ კრეტაზე – 37 გრადუსი.

onalem

ტესტ