fbpx
საბერძნეთი

ტრაგედია საბერძნეთში: მამაკაცი სრულიად უცნობი ქალის გადასარჩენად წყალში გადახტა და ორივე დაიხრჩო

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საბერძნეთში, კერძოდ, ფთიოტიდაში მოხდა. რეხეს ტერიტორიაზე არსებულ ნასავდგურში ქალი ზღვაში ბანაობდა, რაღაც მომენტში კი, დახმარების თხოვნა დაიწყო.

ვინაიდან ქალს არ შეეძლო, რომ ნაპირს მიახლოვებოდა, უფრო და უფრო პანიკა იპყრობდა და იძირებოდა. იქვე იყო მამაკაცი მისი სოფლიდან, რომელმაც როგორც კი დაინახა, რომ ქალი იხრჩობოდა, მაშინვე წყალში გადახტა, მის დასახმარებლად, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ შეძლო.

არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი დაიხრჩო.

ორივეს ცხედარი წყლიდან სანაპირო დაცვის მაშველებმა ამოასვენეს.

onalem

ტესტ