fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: რეანიმაციულ განყოფილებაშია 9 წლის ბიჭი, რომელმაც წყლის ნაცვლად მწველი მჟავა დალია

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა როდოსზე მოხდა, საიდანაც 9 წლის ბიჭი სასწრაფოდ ათენში გადამოიყვანეს, ვერტმფრენის საშუალებით.

არსებული ცნობებით, დღეს შუადღეს მცირეწლოვანმა ბიჭმა ხელში ბოთლი აიღო, რომელშიც ეგონა, რომ წყალი იყო და დალევა სცადა, თუმცა, ბოთლში, რეალურად, მწველი სითხე იყო და არა წყალი. როგორც მისი ბაბუა ამბობს, საბედნიეროდ, დედამ დაინახა და მაშინვე შეაჩერა ბიჭი, რომ დიდი რაოდენობის მჟავა არ დაელია.

მიუხედავად ამისა, მწველი სითხე მის პირის ღრუს შეეხო და ბავშვი დაიწვა, შესაბამისად, ჯერ როდოსის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი მდგომარეობა მძიმედ შეაფასეს და დაუყოვნებლივ საჭირო გახდა ათენში ვერტმფრენით გადმოეყვანათ.

ბავშვის ოჯახი უკიდურესად მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, ბოთლი აშკარად ისეთ ადგილას იდო, რომ მისთვის ადვილად ხელმისაწვდომი აღმოჩნდა და ჩათვალა, რომ შიგნით წყალი იქნებოდა.

როგორც ბაბუა აცხადებს, მოუთმენლად ელოდება ექიმებისგან სიახლეს, თუმცა, ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება.

onalem

ტესტ