fbpx
საბერძნეთი

გაძლიერებული კონტროლი და სეზონურად მომუშავე ხალხის შემოწმება – რას აპირებს საბერძნეთი?!

როგორც უკვე ცნობილია, გუშინ საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 50 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რამაც ექსპერტებში შეშფოთება გამოიწვია. ახლა ქვეყანა, ფაქტობრივად, ორ ფრონტზე იბრძვის: ერთი არის ინფიცირებული ტურისტების შემოდინების საკითხთან გამკლავება და მეორე, ადგილობრივი საზოგადოების მოდუნება.

როგორც ირკვევა, მთავრობა აპირებს განიხილოს გეგმა B, ვინაიდან, როგორც ჩანს, ამის საჭიროება დგება. დღეს კირიაკოს მიცოტაკი ტელეკონფერენციაზე კონტროლის ოპერაციულ გეგმაზე ისაუბრებს, რომლებიც საბერძნეთის საზღვრებზე უნდა ჩატარდეს.

რას გულისხმობს ეს?!

მედიის ცნობით, ეს გეგმა მოიცავს სამ პუნქტს:

  1. განსაკუთრებულ კონტროლს გაივლის აბსოლუტურად ყველა, ვინც საბერძნეთში შემოვა პრომახონას სასაზღვრო სადგურიდან.
  2. შემოწმდება სეზონურად მომუშავე ხალხი, განსაკუთრებით ისინი, ვინც შემოდიან ბალკანეთის მეზობელი ქვეყნებიდან.
  3. ტესტი ჩაუტარდება საბერძნეთში შემომავალ თითოეულ ადამიანს, ქვეყნის თითოეულ წერტილში, ეს აღარ იქნება შერჩევითი.

აღელვება გამოიწვია მეზობელ ქვეყნებში გართულებულმა ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ, რაც გავლენას ახდენს საბერძნეთზეც. სიტუაცია არასახარბიელოა რუმინეთსა და ბულგარეთში, სადაც ყოველდღე ასობით ინფიცირებულის გამოვლენა ხდება.

 

onalem

ტესტ