fbpx
კატეგორიის გარეშე

ათენი: პოლიციელს პოლიციის განყოფილებიდან 15.000 ევრო მოპარეს

დაუჯერებელია, მაგრამ ქურდობა პოლიციის განყოფილებაში მოხდა და “ნადავლი” 15.000 ევროს უდრის.

40 წლის ოფიცერი, რომელიც ათენის ჩრდილოეთ გარეუბნის ერთ-ერთ განყოფილებაში მსახურობს, აცხადებს, რომ 15.000 ევრო უჯრაში ჩადო, კარგად ჩაკეტა, თუმცა, როდესაც შესამოწმებლად მივიდა, ნახა, რომ თანხა იქ აღარ იყო. ასევე, უჯრას არ ეტყობოდა, რომ ძალის გამოყენებით იყო გახსნილი.

ამ დროისთვის განიხილება ორი სცენარი: პირველი, რომ ოფიცერს აღნიშნული რაოდენობის თანხა იქ არასოდეს ჩაუდია და მეორე, რომ ნამდვილად მოხდა ქურდობა, აშკარად იმ პირის მიერ, ვინც, ადგილზე მუშაობს.