fbpx
საზოგადოება

1 მაისიდან სუვლაკის ღირებულება 3 ევრო ხდება

დღეს დილით ბერძნული მედიის სპეციალური რეპორტაჟიდან ცნობილი გახდა, რომ 1 მაისიდან ბერძნების და არა მარტო ბერძნების საყვარელი სწრაფი კვების პროდუქტი ძვირდება. სუვლაკს მაისის თვიდან 3 ევროზე ნაკლებად ვერ შეიძენთ. აღნიშნული ცვლილება, ცხადია, უკავშირება თავად ხორცის ფასის ზრდას, რომელსაც სხვადასხვა ტავერნები და სწრაფი კვების ობიექტები ყიდულობენ.

ამ თემასთან დაკავშირებით ისაუბრა გიორგოს პოლიზოსმა, რომელიც ყასაბთა ასოციაციის წარმომადგენელია. მისი თქმით, 1 მარტიდან ხორცის ფასი 30%-ით არის გაზრდილი. ამას ემატება სხვადასხვა გადასახადები და იმისთვის, რომ ხარისხი უზრუნველყონ, იძულებული არიან, ფასები თავადაც გაზარდონ.

“იმისთვის, რომ მომხმარებელს ხარისხი შევთავაზოთ, ფასების გაზრდა გვიწევს. ეს ზრდა 10%-15%-ს მოიცავს. კლიენტი ამან არ უნდა აღაშფოთოს, რადგან რასაც მივაწვდით, ნამდვილად ეღირება ის თანხა, რომელსაც გადაიხდის.

თუ ფასებს არ გავზრდით, ვერც ჩვენ შევიძენთ საკმარისად ხარისხიან ხორცს და შესაბამისად, დაბალ ფასში, კლიენტებს კარგ მომსახურებას ვერ შევთავაზებთ.”

საბოლოო გადაწყვეტილებით, 1 მაისიდან სუვლაკის ფასი 3 ევრო გახდება.

onalem

ტესტ