fbpx
საბერძნეთი

“პირბადეები მოვიხსენით და მოვეშვით! სექტემბრიდან მე-4 დოზა ყველას!” – მატინა პაგონი

პროფესორმა, მატინა პაგონიმ შეშფოთება გამოთქვა ინფიცირების შემთხვევების მოჭარბების გამო და კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის, თანოს პლევრის განცხადებასთან დაკავშირებით. როგორც უკვე ცნობილია, პლევრიმ განაცხადა, რომ ზაფხულში საბერძნეთში კოვიდის ტალღაა მოსალოდნელი, მაგრამ ეს ყველაფერი ჯანდაცვის სისტემაზე არ მოახდენს ზეწოლას.

მინისტრის სიტყვებს პაგონიც ადასტურებს და ამბობს, რომ ეპიდმდგომარეობის ერთგვრი დამძიმება ლოგიკურია, ვინაიდან პირბადეები მოვიხსენით და მოსახლეობა საკმაოდ მოდუნებულია. ფაქტობრივად, მოხსნილია ყველანაირი ზომა, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ომიკრონი გავრცელების მეტ შანსს იპოვის.

“მიუხედავად ყველაფრისა, ახლა უკვე გვაქვს ვაქცინები, თავდაცვის სხვადასხვა საშუალებები. აქედან გამომდინარე არ გვექნება ძლიერი ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე. ზაფხულში გვექნება პანდემიის ტალღის როგორც აღმავლობა, ასევე რეცესიაც.

რაც შეეხება მე-4 დოზას, სექტემბრიდან მას ყველა მივიღებთ საბერძნეთში. ზოგადად კი, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას გავიკეთებთ ხოლმე წელიწადში ერთხელ, როგორც გრიპის შემთხვევაში. ვისაც ჰგონია, რომ ზუსტად იცის, რა მოხდება ვირუსთან დაკავშირებით ზამთარში, რეალურად, არაფერი იცის. როდესაც ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანის თავშეყრის ადგილას ვართ, პირბადე ჩანთიდან უნდა ამოვიღოთ და გავიკეთოთ,” ამბობს მატინა პაგონი.

onalem

ტესტ