fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთს გვალვის პირველი ტალღა ელის – ამინდის რადიკალური შეცვლა და 40 გრადუსი

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში სულ მალე ძალიან ცხელი დღეები გველის. უფრო კონკრეტულად, იანის კალიანო გვალვის ტალღას პროგნოზირებს.

კალიანოს პროგნოზის მიხედვით, მომდევნო კვირაში, 22 ივნისიდან, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 40 გრადუსს მიაღწევს, ზოგერთ რეგიონში შესაძლებელია, გადააჭარბოს კიდეც. საუბარია ცხელი ჰაერის მასების შემოჭრაზე აფრიკის კონტინენტიდან, კერძოდ, ჩრდილოეთ აფრიკიდან.

ბოლო პერიოდია, რაც ევროპის ქვეყნებს გვალვა დაატყდათ თავს, მაგალითად, ესპანეთში ფიქსირდება რეკორდული ტემპერატურა, თუმცა, როგორც კალიანო ვარაუდობს, საბერძნეთი გაცილებით მსუბუქად გადაიტანს აღნიშნულ ტალღას.

შაბათ-კვირას ათენში ჰაერი 30-32 გრადუსამდე გათბება, თესალონიკში კი, ნავარაუდევია 30 გრადუსი და წვიმა შაბათ დღეს.

ათენი:

თესალონიკი:

onalem

ტესტ