fbpx
საბერძნეთი

“განა შეიძლება ყველა ტრაგიკული ამბის ვაქცინასთან დაკავშირება?!” – მატინა პაგონის შეშფოთება

მატინა პაგონი 15 წლის ილიას გარდაცვალების და ამ ამბის გარშემო არსებული მითქმა-მოთქმის შესახებ შეშფოთებას გამოთქვამს, ვინაიდან მოზარდის სიკვდილს ვაქცინაციას უკავშირებენ.

პროფესორმა და ექიმმა განაცხადა, რომ გადაჭრით არაფრის თქმა არ არის შესაძლებელი, ვინაიდან პირველ რიგში ცნობილი არ არის ექსპერტიზის შედეგები და ამას გარდა, არ შეიძლება, რომ ყველა ტრაგიკულო მოვლენა, რომელიც კი ქვეყანაში ხდება, ვაქცინაციასთან დავაკავშიროთ.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის ილია პირველი დოზით აცრიდან 2 დღეში გარდაცვლილი იპოვეს და მისი ოჯახის მტკიცებით, ბიჭი სრულიად ჯანმრთელი იყო. ამას გარდა, ვაქცინაციამდე პედიატრთანაც იმყოფებოდნენ, რომელმაც რაიმე ანალიზი არ ჩაუტარა. მისცა ფურცელი, სადაც ეწერა, რომ ჯანმრთელი იყო, შესაბამისად, თავისუფლად შეეძლო, რომ აცრილიყო.

onalem

ტესტ