fbpx
საბერძნეთი

გვალვა საბერძნეთში: დამსაქმებლები ვალდებულნი არიან თანამშრომლებისთვის 12:00-დან 17:00 საათამდე შესაბამისი ზომები მიიღონ

როგორც უკვე ცნობილია, მიმდინარე კვირაში მოსალოდნელი გვალვის გამო სამოქალაქო დაცვის სამინისტრო შესაბამის განცხადებას ავრცელებს, მოსახლეობის ინფორმირებისთვის, რომ მომზადებულნი იყვნენ ტემპერატურის მაქსიმალური მატებისთვის. ყველაზე ცხელ დღეებად სახელდება პარასკევი და შაბათი, შესაბამისად, საგანგებო შეხვედრა გაიმართა შრომის სამინისტროშიც, სადაც სამუშაო პირობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

გადაწყვეტილების თანახმად, დამსაქმებლები ვალდებულნი არიან 14 და 15 ივლისს, როდესაც ტემპერატურა 43 გრადუსამდე აიწევს, შეამცირონ სამუშაო საათები ან სრულებით შეწყვიტონ მუშაობა 12:00 საათიდან 17:00 საათამდე მონაკვეთში, რათა თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობები აუტანელი არ იყოს.

ამის გარდა, მუშაობის არ შეწყვეტის შემთხვევაში, სამუშაო გარემო აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი გამაგრილებელი საშუალებებით, რათა თავიდან აიცილონ ძლიერი გვალვისგან გამოწვეული სტრესი.

საუბარია სამსახურებზე, რომლებიც მოითხოვს გარეთ ყოფნას, იქნება ეს უბრალოდ გადაადგილება, თუ მუდმივად ღია ცის ქვეშ მუშაობა.

onalem

ტესტ