fbpx
საბერძნეთი

გადაწყვეტილება ახალი მეთოდის შესახებ ვერ იქნა მიღებული – როგორ გაიხსნება მაღაზიები 11 იანვარს?!

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობამ ჯერჯერობით ვერ მიიღო გადაწყვეტილება ახალი მეთოდის შესახებ, Click Inside, რაც ნიშნავს, რომ 11 იანვრიდან მაღაზიებში შესვლა კვლავ დაუშვებელი იქნება.

ირკვევა, რომ 11 იანვრიდან მოქმედებაში შევა კვლავ მეთოდი Click Away, ანუ ის, რაც აქამდე იყო ძალაში და მომხმარებლები ტელეფონის საშუალებით შეუკვეთავენ პროდუქტს, შემდეგ კი, აიღებენ მას მაღაზიის შესასვლელში.

არსებობს ვარაუდი, რომ მეთოდი Click Inside მოქმედებაში შევიდეს 18 იანვრიდან და შესაძლებელი იყოს ვიზიტის დანიშვნის შემდეგ მაღაზიაში შესვლა და პროდუქტის შიგნით შეძენა.

მოვლენების განვითარების შესახებ კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ