fbpx
საბერძნეთი

ექსპერტთა კომიტეტის საგანგებო შეხვედრა მომდევნო 24 საათში – ახალი ზომები მიმდინარე კვირაში

გავრცელებულ იინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გუშინ პრემიერის სასახლეში საგანგებო შეხვედრა შედგა, დაიგეგმა კიდევ ერთი, რომელიც მომდევნო 24 საათში გაიმართება და ექსპერტთა კომიტეტის გარდა, მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

ევროპის ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით აცხადებენ შეზღუდვებს, ზოგან კი, კარანტინიც დაწესდა. სწორედ ამიტომ საბერძნეთის მთავრობა განიხილავს, რა გზით წაიყვანოს ქვეყანა, რომ ომიკრონის გავრცელებამ ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა არ გამოიწვიოს და პარალელურად, არ გამოაცხადოს ჰორიზონტალური ჩაკეტვა, რასაც ისედაც გამორიცხავენ.

მოსალოდნელია, რომ მიმდინარე კვირის მანძილზე გამოცხადდეს ოფიციალური გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულ იქნება ექსპერტთა რეკომენდაციებზე დაყრდნობით.

ერთ-ერთი საკითხი, რაზეც განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება, არის აქტიური ტესტირება დღესასწაულების პერიოდში, რადგან დაფიქსირდება ხალხმრავლობები და ვირუსის გავრცელებამ უკონტროლო სახე შეიძლება მიიღოს. ამასთანავე ბარებსა და ტავერნებში შესვლითვის ტესტის გაკეთების აუცილებლობა, როგორც აცრილი, ასევე აუცრელი მოსახლეობისთვის.

მთავრობის წარმომადგენლები გადაწყვეტილებების შესახებ უახლოეს მომავალში ისაუბრებენ.

 

 

onalem

ტესტ