fbpx
საზოგადოება

“არ მჭირდება ჩემს ეკლესიაში კარნავალი” – ბერძენი მღვდელი მორწმუნეს ნიღბის გამო ეკლესიიდან აგდებდა

უპრეცენდენტო შემთხვევა კვირას დილით, მილოხორიოში მდებარე აგია პარასკევის ეკლესიაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირის საშინელი პროტესტი გამოიწვია 74 წლის ქალბატონმა, რადგან ის ეკლესიაში ნიღაბს ატარებდა.

როგორც მოგეხსენებათ, ეს არის ასაკი, რომელიც განსაკუთრებით მოწყვლადია კორონავირუსის ინფექციის მიმართ და მოხუცები მაქსიმალურად უნდა ეცადონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, მითუმეტეს ხალხმრავალ ადგილებში.

მოძღვარმა, სახელად იგნატიოს, ქალს მოთხოვა, რომ ეკლესია დაეტოვებინა და უთხრა: “არ მჭირდება კარნავალი ჩემს ეკლესიაში.”

ირკვევა, რომ 74 წლის ქალმა ტაძრის დატოვებაზე უარი განაცხადა, თუმცა, ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ მრევლის არცერთ სხვა წევრს მღვდლის ქმედებები და დამოკიდებულება არ გაუპროტესტებია.

ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში 74 წლის ქალბატონის შვილი აღნიშნავს, რომ ეკლესია არის ღვთის სახლი, სადაც მოძღვარი ხალხს ღვთის სიყვარულს უნდა გადასცემდეს და ის, ნაცვლად ამისა, მათ პირბადის გამო იქიდან აგდებს.

 

onalem

ტესტ