fbpx
საზოგადოება

ტელეკომპანია ΕΡΤ-ის ჟურნალისტმა, სინთია საპიკამ პირდაპირ ეთერში თმა მოიჭრა – მხარდაჭერა ირანელ ქალებს

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვნახეთ, როგორ უცხადებენ სოლიდარობას ირანელ ქალებს, რომლებიც ირანული რეჟიმის გამო იჩაგრებიან. საბერძნეთში კი, პირველად, ტელეკომპანია ΕΡΤ-ის ჟურნალისტმა, სინთია საპიკამ პირდაპირ ეთერში გამოხატა მხარდაჭერა და თმა მოიჭრა.

როგორც უკვე ცნობილია, ირანში 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას ქალების პროტესტის უზარმაზარი ტალღა მოჰყვა. ახალგაზრდა ქალი პოლიციის მხრიდან ძალადობას შეეწირა.

“ჩვენ გვერდში ვუდგავართ ყველა იმ ქალს ირანში, რომელიც ყოველდღე იბრძვის იმისთვის, რაც ჩვენ აქ, დასავლეთში, ბუნებრივად მიგვაჩნია. ქალი, სიცოცხლე და თავისუფლება,” – თქვა საპიკამ და მაკრატლით თმა პირდაპირ ეთერში მოიჭრა.

onalem

ტესტ