fbpx
საბერძნეთი

თესალონიკში ბერძენი მამაკაცი უსაბუთო ემიგრანტების საბერძნეთში შემოყვანისთვის დააკავეს

თესალონიკის პოლიციამ ბერძენი მამაკაცი დააკავა, რომელსაც ბრალად არალეგალი ემიგრანტების საბერძნეთში შემოყვანა ედება.

როგორც ირკვევა, ოფიცრებმა ეჭვი მიიტანეს ავტომობილზე, რომელსაც ის მართავდა, შესაბამისად, მისცეს ნიშანი, რომ გაეჩერებინა და შემოწმება გაევლო. გაჩერების ნაცვლად, მამაკაცმა სიჩქარეს მოუმატა, თუმცა, პოლიციამ მაშინვე მოახერხა მისი ალყაში მომწყვდევა. ამის შემდეგ მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა და ფეხით გაქცევა სცადა, თუმცა, ოფიცრებმა დააკავეს.

მის მანქანაში აღმოჩნდა ორი ემიგრანტი, რომელთაც არ ჰქონდათ საბერძნეთში ლეგალურად შემოსვლის ან ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები.

აღსანიშნავია, რომ თესალონიკში ბოლო 24 საათში იგივე ბრალდებით კიდევ ორი სხვა მამაკაციც დააკავეს.

 

onalem

ტესტ