fbpx
საბერძნეთი

მიკონოს: მასწავლებელს, რომელსაც ხელფასი 900 ევრო აქვს, 20 კვადრატული ბინის ქირაში 600 ევროს სთხოვენ

მასწავლებელმა სულ რაღაც ოთხი დღის წინ შეიტყო, რომ მიკონოს დაწყებით სკოლაში გაამწესეს სამუშაოდ და მისთვის დიდ თავის ტკივილად იქცა ბინის პოვნა, რადგან კოსმოპოლიტურ კუნძულზე, სეზონის პიკის დასრულების მიუხედავად, ყველაფერს ისევ ცეცხლის ფასი უკიდია.

როგორც ირკვევა, ქალს 20 კვადრატული მეტრი ბინის დაქირავებაში 600 ევროს სთხოვენ, ხოლო მისი ხელფასი დაახლოებით 900 ევრო იქნება.

“როდესაც ხელფასი 900 ევრო მექნება, როგორ უნდა გადავიხადო 600 ევრო ქირაში. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ამ თანხაში არ შედის კომუნალური გადასახადები, წყლისა და დენის გადასახადი, რა თქმა უნდა, ცალკე მომივა.

თუ გავითვალისწინებთ ჩემს საცხოვრებელ ხარჯებს, ასევე ხარჯებს, რომ საშობაოდ სახლში დავბრუნდე და ჩემი ოჯახი ვნახო, ალბათ, გესმის, რა რთული იქნება ეს ყველაფერი. მხოლოდ 900 ევროთი ვერ გავუმკლავდები ამდენ გასავალს, როცა ხელფასის ნახევარზე მეტი ქირა და გადასახადები იქნება,” ამბობს მასწავლებელი.

 

onalem

ტესტ