fbpx
საბერძნეთი

რა წესები მოქმედებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეთათვის საბერძნეთის დახურულ სივრცეებში

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში დახურულ სივრცეებში შესვლა მხოლოდ ვაქცინირებული მოსახლეობისთვის არის დაშვებული. ცხადია, ამისთვის საჭიროა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტი, რომლის შემოწმების შედეგადაც მიიღებენ დასტურს, რომ შევიდნენ ამა თუ იმ დაწესებულების შიდა ტერიტორიაზე.

ტურიზმის სამინისტრო განმარტავს, თუ როგორ შეძლებენ მესამე ქვეყნის მოქალაქეები ან მუდმივად მცხოვრები პირები საბერძნეთის დახურულ სივრცეებში შესვლას:

  • საბერძნეთის მოქალაქეებსა და ქვეყანაში მუდმივად მაცხოვრებელ პირებს აქვთ ვალდებულება წარმოადგინონ ევროპული სერთიფიკატი, დახურულ სივრცეში შესასვლელად.
  • ასევე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს აქვთ ვალდებულება წარმოადგინონ ევროპული სერთიფიკატი (დასაშვებია როგორც ციფრული, ასევე ბეჭდური სახით).
  • რაც შეეხება იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრნი, აქვთ ვალდებულება წარმოადგინონ ვაქცინაციის (ორივე დოზა) დამადასტურებელი სერთიფიკატი და ამავე დროს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი).

როგორც უკვე ცნობილია, ყველა საბუთი მოწმდება სპეციალური აპლიკაციის საშუალებით თითოეულ დახურულ დაწესებულებაში შესვლისას ბიზნესის მფლობელის ან მინდობილი პირის მიერ.

 

onalem

ტესტ