fbpx
საბერძნეთი

დღეიდან ძლიერი გვალვის ტალღა საბერძნეთში – საგანგებო პროგნოზი

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს სიცხის ძლიერი ტალღის შესახებ, რომელიც საბერძნეთში დღეს შედის აქტიურ ფაზაში.

როგორც უკვე ცნობილია, ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს, თუმცა, არც წინა დღეებში დაფიქსირებულა დაბალი ტემპერატურა.

მეტეოროლოგთა პროგნოზით, ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს და შენარჩუნდება 21 აგვისტოს ჩათვლით, ზოგიერთ რეგიონში დაფიქსირდება 42 გრადუსიც.

დღეს, 19 აგვისტოს, ათენში ჰაერი 40 გრადუსამდე გათბება. გარდა ამ ყველაფრისა, სინოპტიკოსი, იანის კალიანო აცხადებს, რომ მოსალოდნელია აფრიკული ჰაერის მასების შემოჭრა, რასაც რესპირატორული პრობლემების მქონე ადამიანებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ.

onalem

ტესტ