fbpx
საბერძნეთი

ომის სირენები თესალონიკში, რომლებმაც მოსახლეობა შეაშფოთა (ვიდეო)

კვირას შუაღამეს თესალონიკში მოსახლეობა ომის სირენებმა შეაშინა, რომელსაც თან სდევდა ამინდის გაუარესება. როგორც ირკვევა, ფენომენ “ევას” გააქტიურების პარალელურად, მოულოდნელად ჩაირთო საომარი მდგომარეობის სირენები, ბევრ ადამიანს შიშით გაეღვიძა და დაინტერესდნენ, თუ რა ხდებოდა.

როგორც ირკვევა, ადგილობრივებმა პოლიციასა და სახანძრო სამსახურში დარეკეს და გამოძიება დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ეს “ცრუ განგაში” იყო, სირენები ჩაირთო იმის გამო, რომ უამინდობის პირობებში დაზიანდა მოწყობილობა, რომელიც აღნიშნულ სიგნალს გამოსცემს.

ამას გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ კლიმატურმა ფენომენმა არ გამოიწვია ისეთი სავალალო შედეგები, როგორსაც სინოპტიკოსები პროგნოზირებდნენ.

onalem

ტესტ