fbpx
საბერძნეთი

ბერძნული გემის ნამდვილი “ბრძოლა” ტალღებთან – Fast Ferry კაპიტანმა სირთულის მიუხედავად, რაფინას პორტში მიიყვანა

საბერძნეთში გაუარესებული ამინდის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ძლიერი ქარი, რომელიც განსაკუთრებით პრობლემურია ეგეოსის ზღვაში, სადაც გემები კუნძულების მიმართულებით ყოველდღიურად ასრულებენ რეისებს.

ვრცელდება კადრები, თუ როგორ “ებრძვის” Fast Ferry მღელვარე ზღვას, მანამდე კი დიდი მარშრუტი გაიარა – მიკონოდან ტინომდე, ხოლო შემდეგ რაფინასკენ გამოემართა.

გარკვეულ მომენტში ჩანს, თუ რამხელა ტალღები ეჯახება გემს, შიგნით კი, რთული წარმოსადგენია რა ემოციურ მდგომარეობაში არიან მგზავრები.

აღსანიშნავია, რომ გუშინ 14:00 საათამდე გემების რეისების შესრულება აკრძალულიც კი იყო, რაც შეეხება კონკრეტულ გემს, კაპიტანმა მშვიდობით მიიყვანა რაფინას პორტამდე.

onalem

ტესტ