fbpx
საბერძნეთი

მიკონოს: ანტონის რემო კერძო წვეულებაზე, სადაც ბულგარელმა ბიზნესმენმა 1,7 მილიონი ევრო გადაიხადა და 60.000 ევრო საჩუქრად დატოვა

მიკონოდან გავრცელებული მსგავსი ამბები გაოცებას უკვე აღარ იწვევს, რადგან ეს არის კუნძული, რომელიც შორს არის რეალური, ყოველდღიური ცხოვრებისგან. ეს ცალკე სამყაროა, სადაც ერთ დღეში ან თუნდაც რამდენიმე საათში შეიძლება მილიონები დაიხარჯოს და ეს იმ ადამიანისთვის, რომელიც თანხას იხდის, არაფერს ნიშნავდეს.

როგორც ირკვევა, ბოლოს ბულგარელმა ბიზნესმენმა, რომელიც ფეხბურთის გუნდს ფლობს, კერძო წვეულების მოწყობაში 1,7 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა, თანხის ეს ოდენობა, სავარაუდოდ, არ ჩათვალა მაინც და მაინც შემაშფოთებლად და კიდევ დამატებით 60.000 ევრო დატოვა, საჩუქრის სახით.

აღნიშნულ წვეულებაზე ანტონის რემო იყო სპეციალურ სტუმრად, საერთო ჯამში კი, ბულგარელ ბიზნესმენ კირილ დომუნჩიევს 150 ადამიანი ჰყავდა მიწვეული, მისი მეგობრები და კოლეგები. ჩანს, რომ დომუნჩიევმა რემოს ცოცხლად მოსმენით დრო არაჩვეულებრივად გაატარა, ვინაიდან პერსონალს 60.000 ევრო “ზედმეტად” დაუტოვა.

onalem

ტესტ