fbpx
პოლიტიკა

2023 წლის 1-ლი იანვრიდან საბერძნეთში მინიმალური ხელფასი იზრდება – რამდენი ევროთი იმატებს?!

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ მომდევნო წლიდან მინიმალური ხელფასის ზრდა დააანონსა. როგორც უკვე ცნობილია, 1 მაისიდან საბერძნეთში მინიმალურმა ხელფასმა 50 ევროთი მოიმატა და 713 ევრო გახდა, სწორედ მაშინ, მიცოტაკიმ განაცხადა, რომ ეს თანხა კიდევ მოიმატებდა რამდენიმე თვეში და როგორც ჩანს, დანაპირებს ასრულებს.

კერძოდ, 2023 წლის 1 იანვრიდან საბერძნეთში მინიმალური ხელფასი 8 საათიან განაკვეთზე 751 ევრო გახდება.

“10 წლის შემდეგ, (2012 წლის თებერვლიდან) მთავრობა განიხილავს, რომ საბერძნეთში ყველაზე დაბალი ხელფასი კვლავ საწყის მაჩვენებელს დაუბრუნოს და 751 ევრო გახდეს. 2012 წელს ჩატარებული მემორანდუმის ფარგლებში გადაწყდა, რომ დასაქმებულთა საბაზისო ხელფასი 751 ევროდან 586 ევრომდე დაცემულიყო, შემდეგ მხოლოდ 2019 წელს მოიმატა 650 ევრომდე და ასე დარჩა 3 წლის მანძილზე. წელს ეს მაჩვენებელი გაიზარდა ორჯერ, პირველად 663 ევრო გახდა, ხოლო შემდეგ მაისში 713 ევროზე ავედით. ამ ეტაპზე ვეძებთ ყველანაირ საშუალებას, რომ დავეხმაროთ მოქალაქეებს და მინიმალური თანხა კიდევ გაიზარდოს,” აცხადებს პრემიერი.

onalem

ტესტ