fbpx
საზოგადოება

ყურადღება! 18 მაისიდან კუნძულებზე წასვლა დასაშვებია – რა წესები იმოქმედებს გემებზე?!

იანის პლაკიოტაკის მიერ ტელეკომპანია ERT-ზე გაკეთებული განცხადებების მიხედვით, კუნძულების მიმართულებით გამგზავრება დასაშვები 18 მაისიდან იქნება და გემებზე იმოქმედებს მკაცრი კონტროლი.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ისინი ექსპერტების რჩევებს მთავრობა სერიოზულად იღებს და წესების დაცვა ზედმიწევნით მოხდება. კერძოდ, მოსალოდნელია, რომ გემზე ავიდეს 50%-ით ნაკლები მგზავრი, და არა ის რაოდენობა, რამდენის დატევაც გემს შეუძლია. ამ გზით შესაძლებელი იქნება დისტანციის დაცვა. კაბინებში დასაშვები იქნება მხოლოდ 1 ადამიანი, ცხადია, იმ შემთხვევაში, თუკი ოჯახი არ არის.

თითოეული კანონდარღვევა დაჯარიმდება და გამონაკლისები არ დაიშვება.

როგორც ცნობილია, კუნძულებზე ძალიან ცოტაა ინფიცირების შემთხვევები, ზოგიერთ კუნძულზე კი ვირუსი საერთოდ არ ფიქსირდება. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმისთვის, რომ პანდემიამ კვლავ არ იფეთქოს.

18 მაისამდე კუნძულებზე წასვლის უფლება მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებებს აქვთ.

onalem

ტესტ