fbpx
საზოგადოება

კორონავირუსის შიში – ბერძნებს საჰაერო საზღვრების გახსნა არ უნდათ!

Marlab-ის ლაბორატორიის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული ბერძნების ნახევარს საჰაერო საზღვრების გახსნა არ სურს.

როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა 49.5% აცხადებს, რომ მათ არ სურთ საბერძნეთმა საჰაერო საზღვრები გახსნას და ტურისტები ყველა ქვეყნიდან შემოვიდნენ, არამედ ამჯობინებენ, რომ ისინი შემოვიდნენ ისეთი ქვეყნებიდან, რომლებსაც ინფიცირების ცოტა შემთხვევები აქვთ. ამასთანავე, 93.7% ამბობს, რომ აეროპორტებში უნდა იყოს მკაცრი კონტროლი, ხოლო 74.2% მიიჩნევს, რომ აუცილებელია ე.წ. “ჯანმრთელობის პასპორტის” ინიციატივის მოქმედებაში შესვლა და ტურისტები მხოლოდ ამ დოკუმენტით უნდა შემოვიდნენ.

გამოკითხული ბერძნების 96.6%-ს სჯერა, რომ სასტუმროებში ახლა დაცული უნდა იყოს ჰიგიენის მკაცრი ნორმები. 74.8% ნიღბის ტარების ტენდენციას უჭერს მხარს, რაც, ფაქტობრივად, 4 მაისის შემდეგ საჯარო ტრანსპორტში, ტაქსებსა და საავადმყოფოებში სავალდებულო გახდა.

საბერძნეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ ქვეყანაში ტურიზმი 1 ივლისისთვის ამოქმედდება და ტურისტების გარკვეულ ნაკადს მაინც მიიღებს, თუმცა, ცხადია, პირველ ეტაპზე ფრენების მხოლოდ კონკრეტული ქვეყნებიდან განხორციელდება.

onalem

ტესტ