fbpx
საზოგადოება

საიდან გადახტა და სად დაეცა 50 წლის ქალი, რომელიც გუშინ საავადმყოფოში შემოწმებას გაურბოდა

ტელეკომპანია Alpha ავრცელებს სიუჟეტს, რომელიც ნიკეას საავადმყოფოში, არალიცენზირებული ექთანი ქალის შესახებ მომზადდა. როგორც უკვე ცნობილია, 50 წლის ქალი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადახტა, რათა ადგილზე მისული კონტროლის სამსახურისთვის თავი აერიდებინა.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანიის ინფორმაციით, გარდაცვლილი სომხეთიდან არის, თუმცა Protothema-ს პირველადი ინფორმაციით, ქალი საქართველოს მოქალაქეა. Protothema აღნიშნულ ცნობას თვითმხილველების ჩვენებებზე დაყრდნობით ავრცელებდა, რადგან როგორც ისინი ამბობენ, ქალი ინციდენტამდე მათ ესაუბრებოდა და უთხრა, რომ საქართველოდან იყო. (ციტირება: Είχαμε μιλήσει μαζί της και μας είχε πει ότι είναι από την Γεωργία , μόνο αυτό ξέραμε. Προφανώς η γυναίκα δεν διέθετε τα έγγραφα για τη νομιμοποίηση της παρουσίας της εδώ στο νοσοκομείο και φοβήθηκε.)

სიუჟეტში ჩანს, თუ საიდან და რა სიმაღლიდან გადახტა სასოწარკვეთილი მომვლელი, რომელიც პანიკაში იყო ჩავარდნილი და ეგონა, რომ კონტროლს ამ გზით გაექცეოდა. ის შიშის ფონზე ფანჯრიდან გადახტა და სერიოზული დაზიანებების გამო, მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.

onalem

ტესტ