fbpx
საზოგადოება

საბერძნეთს ოთხდღიანი გვალვა ელის – როდის დაფიქსირდება მაღალი ტემპერატურა?!

შემდეგი კვირიდან საბერძნეთს ოთხდღიანი ძლიერი სიცხე ელის.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ტემპერატურის მატება ორშაბათიდან, 1 ივლისიდან დაიწყება, თუმცა, განსაკუთრებული სიცხე სამშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით იქნება.

ხვალ ათენში ხვალ, ორშაბათს, 31 გრადუსი დაფიქსირდება, სამშაბათს 35 გრადუსი, ოთხშაბათს 38 გრადუსი, ხოლო ხუთშაბათს 37 გრადუსი.

ტემპერატურის მატებასთან ერთად ქარის ძალა საგრძნობლად შემცირდება.

ლარისაში მოსალოდნელია 41 გრადუსი, თესალიაში კი 34 გრადუსი.

თესალონიკში ოთხშაბათს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 39 გრადუსი დაფიქსირდება.

ხვალ მოსალოდნელია 33 გრადუსი, სამშაბათს, 2 ივლისს, 36 გრადუსი, თუმცა, ხუთშაბათს ტემპერატურა 32 გრადუსამდე დაეცემა.

 

 

onalem

ტესტ