fbpx
საზოგადოება

კრაზანებისგან დაკბენილი ბერძენი პოლიციელი კოლეგამ სიკვდილს გადაარჩინა

ექიმების ინფორმაციით, რომ არა მეორე პოლიციელის სწრაფი მოქმედება, შესაძლოა ოფიცერი გარდაცვლილიყო, რადგან მისთვის სუნთქვა შეუძლებელი ხდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი პოლიციელი ბენზინგასამართ სადგურთან გაჩერდა, რა დროსაც ერთ-ერთ მათგან თავს კრაზანები დაესხნენ და სხეულის უამრავ ადგილას დაკბინეს.

პოლიციელი ალერგიული აღმოჩნდა და მაშინვე ყელი დაუსივდა, რის გამოც ვეღარ სუნთქავდა.

საბედნიეროდ, კოლეგამ სწრაფად წაიყვანა საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა მისი გონზე მოყვანა შეძლეს, თუმცა, მათი თქმით, რამდენიმე წუთით გვიან მიყვანის შემთხვევაში, ის ჟანგბადის უკმარისობით დაიღუპებოდა.

 

onalem

ტესტ