fbpx
პოზიტივისაზოგადოება

ბერძენი გოგონა, რომელმაც ჩინეთის ციხეში ჯოჯოხეთი გამოიარა, პოლიციელი ხდება და ქვეყნის საზღვრების დაცვა სურს

ყველას კარგად ახსოვს ირინი მელისაროპულუ, რომელიც ჰონკ-კონგის აეროპორტში 2,5 კგ კოკაინის გადატანისთვის დააპატიმრეს და ციხეში, სრულიად უსამართლოდ, ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარა. გოგონა მაშინ 19 წლის იყო და სხვების თაღლითობის წყალობით დიდ პრობლემებში გაეხვა. მას მისცეს ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკი იდო და ამის შესახებ არაფერი იცოდა. ეგონა, რომ აზიაში სამოდელო ოცნებების ასასრულებლად მიდიოდა და სწორედ ასე გაფრინდა ჩინეთში, სადაც აეროპორტიდანვე აიყვანეს, რადგან კოკაინი აღმოუჩინეს.

ირინიმ საბერძნეთში დაბრუნება 2019 წლის მარტში შეძლო, მას შემდეგ, რაც უდანაშაულოდ სცნეს. ამ ყველაფრიდან 15 თვის შემდეგ კი ირკვევა, რომ მელისაროპულუ საბერძნეთის პოლიციის რიგებში მოგვევლინება და მისი მთავარი მიზანი ახლა საკუთარი ქვეყნის საზღვრების დაცვაა.

მისი ადვოკატი საკი კეხაგიოღლუ ამბობს, რომ ირინის დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მინიმუმ 30 წელს მიუსჯიდნენ და საკანში 20 წელს მაინც გაატარებდა. მაგრამ გოგონა გადარჩა და ახალ ცხოვრებას იწყებს. მას სურს, რომ იმუშაოს და გახდეს პოლიციელი, რომელიც საზღვრებს დაიცავს.

გიორგოს მელისაროპულუ, რომელიც ასევე პოლიციის ოფიცერია, იმედოვნებს, რომ ქალიშვილს კუნძულ ლესვოსზე გაამწესებენ და სწორედ იქ იმსახურებს, რათა შვილი ახლოს ჰყავდეთ.

ირინის დედ-მამა და შუაში ადვოკატი, საკი კეხაგიოღლუ

onalem

ტესტ