fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 20 წლის გოგონა, სავარაუდოდ, ექიმების დაუდევრობით გარდაიცვალა – მას მსუბუქი ტონზილიტის ნიშნები ჰქონდა

იოანინას პროკურორმა გასცა ბრძანება, რომ 20 წლის გოგონა საქმე გაუფრთხილებლობით მკვლელობის კუთხით განიხილონ. სტუდენტი, საუნივერსიტეტო კლინიკაში მსუბუქი ტონზილიტის ნიშნებით შეიყვანეს და 1 კვირის მანძილზე იყო ჰოსპიტალიზირებული, მისი მდგომარეობა კი, მკურნალობის შედეგად კიარ გაუმჯობესდა, არამედ გაუარესდა, შემდეგ კი, გარდაიცვალა.

გოგონას მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ ის სამედიცინო შეცდომას ემსხვერპლა. მისი მამა ამბობს, რომ მშვიდად იყვნენ, რომ მათი გოგონა ექიმების ხელში იყო, მაგრამ საბოლოოდ, სწორედ მათ ხელებში დაიღუპა.

საქმეზე გამოძიება მაშინვე დაიწყო და მიღებული მტკიცებულებები პროკურორს გადაეცა, სავარაუდოდ, ჩაითვალა, რომ ფიქსირდება გარკვეული შეუსაბამობები, რის გამოც გამოძიების მუხლი შეიცვალა და გაუფრთხილებლობით მკვლელობა განიხილება.

ამ დროისთვის ელოდებიან რამდენიმე სახის ექსპერტიზის პასუხებს, რომლებიც უამრავ კითხვას გასცემს პასუხს.

“ჩემი გოგონა სასწავლებლად ჩამოვიდა, გამოცდები გაიარა, სტუდენტი გახდა და სულ რამდენიმე დღეში დავკარგე, მეუბნებოდა, რომ ძალიან სტკიოდა და მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, ექიმებმა კი, ანტიბიოტიკების ორმაგი დოზა დაუნიშნეს. ახლა ექსპერტიზის პასუხებს ველოდებით,”ამბობს 20 წლის გოგონას მამა.

onalem

ტესტ