fbpx
საზოგადოება

თესალონიკი: ქალი, რომელსაც ავტობუსის გათბობის სისტემიდან ცხელი წყალი გადაესხა, საავადმყოფოში მოხვდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა თესალონიკში მოხდა. მგზავრი, რომელიც ქალაქის ავტობუსში იჯდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან გათბობის სისტემიდან ცხელი წყალი გადაესხა.

საუბარია 61 წლის ქალზე, რომელიც ჩვეულებრივი მარშრუტით, N14 ავტობუსით მგზავრობდა, როდესაც გათბობის სისტემიდან ცხელმა წყალმა ჟონვა დაიწყო და ზედ გადაესხა, რის შედეგადაც დაშავდა.

თესალონიკის ავტობუსების ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების დირექტორი აღნიშნავს, რომ ინციდენტი კონკრეტული ავტობუსის გაუმართავობის გამო მოხდა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა დანარჩენ ავტობუსში არსებობს მსგავსი საფრთხე.

როგორც ცნობილია, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

onalem

ტესტ