fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის “რისხვა” ამჯერად პაოლას დაატყდა თავს – მომღერალი სცენაზე სიგარეტს ეწეოდა

ვასილის ბისბიკის შემდეგ საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის “რისხვა”, მომღერალ პაოლას დაატყდა თავს. ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა კადრები, თუ როგორ ეწევა პაოლა სცენაზე, დახურულ სივრცეში, მთელი სიმღერის პროცესში და საზოგადოებისგან კრიტიკა დაიმსახურა.

როგორც უკვე ცნობილია, თანოს პლევრიმ კომენტარი მანამდე ბისბიკიზე გააკეთა და განაცხადა, რომ კანონი ყველასთვის კანონი იყო და გასართობ ცენტრებში აუცილებლად უნდა ამოქმედებულიყო მკაცრი კონტროლი, თუმცა, როგორც ჩანს, მას ყურადღება, არ მიაქციეს.

“ყველაფერი, რაც გასაკეთებელია, გაკეთდება. ერთი რამ უნდა აღვნიშნო, აქ საქმე იმაში არ არის, რომ ერთი დაწესებულება ვერ აკონტროლებს მის ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს, არამედ იმაში, რომ თავად ამ დაწესებულებების წაქეზებით ხდება მსგავსი შემთხვევები. ასე რომ, ცხადია, კანონი ყველასთვის დაწესდება!” – ამბობს პლევრი.

იხილეთ ვიდეო:

@_paola_foka #παολα❤💕 #παολαρα #2022 #fypシ゚viral ♬ πρωτότυπος ήχος – Paolafoka

onalem

ტესტ