fbpx
საბერძნეთი

“სუპერმარკეტებში თავშეყრა, გარდა იმისა, რომ სახიფათოა, ეს საჭირო არ არის!”

“არ არის საკმარისი მხოლოდ მთავრობა, არ არის საკმარისი მხოლოდ მინისტრი! ჩვენ თითოეულმა უნდა გავიგოთ, რომ მნიშვნელობა აქვს ჩვენს ქცევას. ნუ მიდიხართ სუპერმარკეტებში ყველა ერთად და ნუ ყიდულობთ დიდი რაოდენობის საკვებს. სუპერმარკეტები არ დაიხურება! საკვებით კი მუდმივად მომარაგდება!

სუპერმარკეტებში თავშეყრა, გარდა იმისა, რომ სახიფათოა, ეს საჭირო საერთოდ არ არის! ეს არის ბრძოლა, რომელიც ერთად უნდა მოვიგოთ და წარმოუდგენელია, რომ ადამიანებს გაცნობიერებული არ აქვთ, ვირუსის საფრთხე! 

თითოეულ ადამიანს ვერ გავაკონტროლებთ პოლიციით, შეუძლებელია გავაკონტროლოთ თითოეულის ქმედება. უნდა შევიგნოთ, რომ გავატაროთ მეტი დრო სახლში… საყიდლებზე დიდი რაოდენობით ხალხის სიარულიც შეიცავს საფრთხეს. სუპერმარკეტები არ დაიკეტება და არ იქნება საკვების დეფიციტი!” – განაცხადა რამდენიმე წუთის წინ საბერძნეთის განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრმა, ადონის გეორგიადისმა.

onalem

ტესტ