fbpx
პოლიტიკა

საგანგებო ინფორმაცია: საბერძნეთის საზღვრები ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის იკეტება

ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც დღეს გახდა ცნობილი, საბერძნეთი საზღვრებს ხურავს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

კერძოდ, საბერძნეთში შემოსვლა ეკრძალებათ ევროპის კავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს. მათ ქვეყანაში დაუშვებენ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, რომლებიც დაკავშირებული იქნება ოჯახთან ან სამსახურთან.

აღნიშნული ცვლილება მოქმედებს, 18 მარტიდან, დილის 06:00 საათიდან.

საბერძნეთში შემოსვლა შეეძლებათ ბერძნებს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს, მხოლოდ, ისინი აუცილებლად გაივლიან 14 დღიან კარანტინს, სახლის პირობებში.

ასევე, შეიზღუდება იმიგრანტებისა და ლტოლვილების გადაადგილება ბანაკებში.

“ჩვენ ვართ ომში უხილავ მტერთან – ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ უნდა მოვიგოთ,” განაცხადა პერმიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკიმ.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში ღია იქნება სუპერმარკეტები, აფთიაქები, მიტანის სერვისი.

მთავრობის მითითების მიხედვით, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად, მეტი დრო გავატაროთ სახლში და დავიცვათ პირადი ჰიგიენა.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ უცნობია, რა მოხდება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის იმ მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომელთაც აქვთ საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლება, მაგალითად ქართველებთან დაკავშირებით. ამის შესახებ Geoargians.gr გაცნობებთ ინფორმაციის გავრცელების პირველივე მომენტიდან.

onalem

ტესტ