fbpx
მსოფლიოჯანმრთელობა

სამი ბერძენი კარანტინში – როდის იქნება კორონა ვირუსის ვაქცინა ხელმისაწვდომი?!

დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, ჩინეთის პროვინცია ჰუბეიში სამი ბერძენი კარანტინშია მოთავსებული. როგორც ცნობილია, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან საბერძნეთის საელჩოსთან პეკინში.

ვირუსმა, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა და პარალელურად შეაშინა კიდეც, 11,79 ადამიანი დააავადა და როგორც ირკვევა, ჩინეთი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია, ნიღბებს თურქეთიდან უკვეთავს, რადგან მათი რაოდენობა ადგილზე მთლიანად ამოიწურა. ეპიდემიამ ჩინეთში უკვე 259 ადამიანი იმსხვერპლა.

“ჩვენ დიდი შეცდომა დავუშვით, რომ თავიდანვე დროულად არ ვიმოქმედეთ,” აცხადებენ ჩინელი ოფიციალური პირები.

როგორც ირკვევა, გამოიყო 10 მილიონი ევრო, რათა ჩატარდეს კვლევები, რომ დროულად მოხდეს ვაქცინის დამზადება, რომელიც ქვეყანას დაეხმარება. თუმცა, კონკრეტული თარიღების დასახელება ამ დროისთვის მეცნიერებისთვის ფიზიკურად შეუძლებელია.

 

 

 

onalem

ტესტ