fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

Deutsche Welle: ბერძნული ტურიზმი რეკორდს რეკორდზე ხსნის!

გერმანული პრესა ყურადღებას კვლავ ბერძნულ ტურიზმზე ამახვილებს, მიუთითებს რა საბერძნეთის ტურიზმის უწყვეტ განვითარებაზე. 2018 წლის ბოლოს, ქვეყანა ტურისტების რაოდენობით ახალ გერმანულ რეკორდს Deutschlandfunk-ს ამყარებს.

“ციფრები ჯერჯერობით ოფიციალური არ არის, თუმცა, საბერძნეთის ტურიზმის მინისტრი, ელენა კუნდურა ანგარიშებზე საკმაოდ ღიად საუბრობს: წელს საბერძნეთს 33 მილიონი ტურისტი ესტუმრა, რაც მეოთხე წარმატებული რეკორდული მაჩვენებელია. ეს შედეგები საბერძნეთის მთავრობას ძალიან ეხმარება არსებულ კრიზისისთან ბრძოლაში, რადგანაც ტურიზმი, როგორც ეკომომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო, ქვეყანაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა”, – აღნიშნა გერმანელმა კორესპონდენტმა.

“პასუხი სხვა საკითხებთან ერთად, ინდივიდუალურ ტურიზმში მდგომარეობს, რადგან “მას უფრო შორი მიმართულებებისთვისაც მოაქვს მატერიალური შემოსავალი”, – ხაზი გაუსვა მან. “ინდივიდუალური ტურიზმი საბერძნეთისთვის მნიშვნელოვანი ბაზარია, მისი საშუალებით ქვეყანაში შედის ფული და ამით სარგებელს იღებს ადგილობრივი საცხოვრებლები და ჰოსტელები სოფლებშიც კი, ისეთ რეგიონებში, როგორიცაა პელოპონისო და სხვა შორეული კუნძულები. ასევე, კლასიკურ დასასვენებელ ადგილებსა თუ სანაპიროებზე მოთხოვნაც თანდათან უფრო იზრდება.”

გამოცემაში ასევე ხაგზასმულია, რომ ტურისტული სეზონის გახანგრძლივება კიდევ უფრო მეტად ავითარებს ბერძნულ ტურიზმს. “ქვეყანა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაშიც წამყვან პოზიციებზე დარჩება. ზოგიერთი ტურისტული პაკეტი ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება, ხოლო მათ, ვისაც ლაშქრობა იზიდავს, მათ შეუძლიათ ნოემბერშიც კი ესტუმრონ საბერძნეთს.

 

onalem

ტესტ