fbpx
საზოგადოება

ალექსის ციპრასი კარანტინში – მის უმცროს ვაჟს კორონავირუსი დაუდგინდა

საბერძნეთის ყოფილი პრემიერის მიერ რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მის უმცროს ვაჟს კორონავირუსი დაუდგინდა.

ალექსის ციპრასი ექსპერტების რეკომენდაციის საფუძველზე კარანტინის პირობებში გადავიდა, მიუხედავად იმისა, რომ გაკეთებული აქვს ვაქცინის ორივე დოზა. ეს იმიტომ, რომ ჯერჯერობით არ გასულა შესაბამისი დრო, რომ ვაქცინამ იმუნიტეტი გამოუმუშავოს.

“კორონავირუსი ჩვენს სახლსაც ესტუმრა. გასულ ღამეს ორფეასს სიმპტომები გამოუვლინდა და როდესაც დილით ტესტი გავუკეთეთ, დადებითი აღმოჩნდა. მე, ბეტი და ფივო უარყოფითები ვართ. კარგად არის და ველით, რომ როგორც ყველა ბავშვი, მასაც ადვილად გაუვლის.

ექიმების მითითებების საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ გაკეთებული მაქვს ვაქცინის ორივე დოზა, საკმარისი დრო არ გასულა, რომ იმუნიტეტი საკმარისად გამომიმუშავდეს. ყველა შემთხვევაში სახლში უნდა დავრჩე, იმისთვის, რომ შევზღუდო ვირუსის გავრცელება. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება,” წერს ალექსის ციპრასი.

 

onalem

ტესტ